გარეტ საუტგეიტმა ერთა თასისთვის საბოლოო განაცხადი შეადგინა
გარეტ საუტგეიტმა ერთა თასისთვის საბოლოო განაცხადი შეადგინა

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გარეტ საუტგეიტმა 23-კაციანი საბოლოო შემადგენლობა დაასახელა ერთა ლიგის ფინალური ტურნირისთვის:

მეკარეები – ჯეკ ბატლენდი (სტოკი), ტომ ჰიტონი (ბარნლი), ჯორდან პიკფორდი (ევერტონი);

მცველები – ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი (ლივერპული), ბენ ჩილველი (ლესტერი), ჯო გომესი (ლივერპული), დენი როუზი (ტოტენჰემი), მაიკლ კინი (ევერტონი), ჰარი მაგუაირი (ლესტერი), ჯონ სტოუნზი (მანჩესტერ სიტი), კაილ უოკერი (მანჩესტერ სიტი);

ნახევარმცველები – დელე ალი (ტოტენჰემი), ერიკ დაიერი (ტოტენჰემი), როს ბარკლი (ჩელსი), ფაბიან დელფი (მანჩესტერ სიტი), ჯესი ლინგარდი (მანჩესტერ იუნაიტედი), ჯორდან ჰენდერსონი (ლივერპული), დეკლან რაისი (ვესტ ჰემი);

ფორვარდები – ჰარი კეინი (ტოტენჰემი), მარკუს რეშფორდი (მანჩესტერ იუნაიტედი), ჯეიდონ სანჩო (დორტმუნდი, გერმანია), რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი), კალუმ უილსონი (ბორნმუთი).

ერთა თასის ნახევარფინალში ინგლისის ნაკრები 6 ივნისს, გიმარაეშში შეხვდება ჰოლანდიას.