საქართველოს ნაკრები ასტანაში მიემგზავრება
საქართველოს ნაკრები ასტანაში მიემგზავრება

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა თბილისში, “ზესტაფონის” თბილისის ზღვის ბაზაზე ივარჯიშა. 5 სექტემბერს გამთენიისას კი გუნდი ყაზახეთში გაემგზავრება, სადაც ერთა თასზე სადებიუტო შეხვედრას 6 სექტემბერს ჩაატარებს.

ეროვნულ გუნდში გამოძახებული ყველა ფეხბურთელი ყაზახეთთან მატჩისთვის სრული დატვირთვით ემზადება. საწვრთნელ პროცესში მხოლოდ ჯაბა ჯიღაური არ მონაწილეობდა, რომლის კლუბი ფრანგული “გრენობლი” ლიგა 2-ში ტურის შეხვედრას მართავდა. 26 წლის ნახევარმცველი ნაკრებს მოგვიანებით შეუერთდება.

საქართველოს ნაკრები ასტანაში 5 სექტემბერს დილით გაემგზავრება, მატჩამდე ერთი დღით ადრე, ჩვენი გუნდი შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე, “ასტანა-არენაზე” ივარჯიშებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გურამ კაშია (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, მინსკი, ბელარუსი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი არაბიძე (ნასიონალი, პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი)

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი)

ყაზახეთი-საქართველოს მატჩი ასტანაში 6 სექტემბერს თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.