რუმინეთის ნაკრების მწვრთნელი - წაგება არ დავიმსახურეთ, მაგრამ ქართველების სისწრაფემ გამაოცა #1TVSPORT
რუმინეთის ნაკრების მწვრთნელი - წაგება არ დავიმსახურეთ, მაგრამ ქართველების სისწრაფემ გამაოცა #1TVSPORT

რუმინეთის ნაკრების მწვრთნელი, მირელ რედოი პრესკონფერენციაზე შეეცადა, საქართველოსთან „სამფეროვანთა“ მარცხი (1:2) აეხსნა.

„როგორც ჩანს, წაგების ჩვევად გვექცა. ფეხბურთელებს მოგება უნდოდათ, მაგრამ თუ შესაძლებლობებიდან მხოლოდ ერთს გავიტანთ, ვერაფერს ვერ შევძლებთ. თუმცა, მაინც იმ აზრზე ვარ, რომ წაგებას არ ვიმსახურებთ. ჩვენ მეტოქეს სივრცეები გავუხსენით, ქართველი ფეხბურთელების სისწრაფემ კი გაგვაოცა“, – თქვა მირელ რადოიმ.

მისი თქმით, საკუთარი პრინციპები გატარებას შემდეგშიც შეეცდება: „მე მინდა, რომ ჩემმა გუნდმა მეტოქეზე ერთით მეტი გაიტანოს. ეს არის ის, რაც მე თაობების ცვლის პოროცესში გავაკეთე. ეს არ არის ირონია. ბოლო დროს დიდ საერთაშორისო ტურნირებზე რამდენჯერ გავედით? მას შემდეგ, რაც ნაკრები ჩავიბარე, ცნობილი იყო, რომ ეროვნული გუნდი შეეცდებოდა შეტევითი ფეხბურთი ეთამაშა. ჩვენ ამ პრინციპს არ დავთმობთ“.

რადოიმ ბოლოდროინდელი წაგებები შეაფასა: „სომხეთთან და საქართველოსთან დამარცხების შემდეგ, ახლა ყველა ფიქრობს, თუ რამდენ გოლს გავიტანთ ინგლისში, რადგან გატანას ვახერხებთ. ჩემი აზრით, შედეგი თამაშის ადეკვატური არ იყო და სხვაგვარი უნდა ყოფილიყო. დამოკიდებულების, მონდომების თვალსაზრისით, მოთამაშეებთან პრეტენზია არ მაქვს. მათ ესმოდათ, რომ 10 კაცით დარჩენილებს უფრო მეტი უნდა ერბინათ, მაგრამ მაწუხებს ის, რომ კარის წინ კონცენტრაციას ვკარგავთ“.