რუმინეთის ფედერაციის პრეზიდენტი საქართველოსთან ერთად ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობას მიესალმება - გამოცდილებასა და ცნობადობას სხვა ქვეყნებიც იმსახურებენ
რუმინეთის ფედერაციის პრეზიდენტი საქართველოსთან ერთად ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობას მიესალმება - გამოცდილებასა და ცნობადობას სხვა ქვეყნებიც იმსახურებენ

რუმინეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, რაზვან ბურლიანუმ კომენტარი გააკეთა უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებაზე, რომელმაც რუმინეთი და საქართველო 2023 წელს 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მასპინძლად დაასახელა.

დასკვნითი ტურნირზე 16 გუნდი ითამაშებენ, მათ შორის კი, ორივე მასპინძელი ქვეყნის ნაკრები იქნება. სულ თამაშები გაიმართება რუმინეთის ორ და საქართველოს სამ ქალაქში. რუმინეთში კლუჟ-ნაპოკაში და ბუქარესტში, ხოლო საქართველოში – თბილისში, ბათუმსა და ფოთში.

„2023 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა რუმინეთისთვის დიდ წარმატებას და ფეხბურთის კიდევ უფრო მეტი განვითარების შესაძლებლობას ნიშნავს. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ფეხბურთში ჩართული მოთამაშეთა რაოდენობა გავზარდოთ“, – ამბობს რუმინეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი.

რაზვან ბურლიანუმ საქართველოზეც ილაპარაკა: „რუმინეთს ხვდა პატივი და პასუხისმგებლობა, რომ უმასპინძლოს ევრო2020-ს, ჩემპიონატის წილისყრა ჩვენთან ჩატარდა, მომავალ წელს კი 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს მივიღებთ. ამავე დროს, საქართველომ 2021 წელს ევროპალიგის ფინალის მასპინძლობისა და ევრო 2020-ზე გამოსვლის შანსი ხელიდან გაუშვა. თუ საგნებს ამ კუთხით შევხედავთ, ცხადი გახდება, რომ ევროპული გამოცდილებისა მიღებას და ცნობადობას სხვა ქვეყნებიც იმსახურებენ“.