რუმინეთის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი – საქართველოს ნაკრებმა საკმაოდ გვანერვიულა #1TVSPORT
რუმინეთის ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფლორინ ბრატუმ სადებიუტო შეხვედრა საქართველოს 21-წლამდე ნაკრებთან ჩაატარა და მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ვოლუნტარიში ფრედ დასრულებული (1:1) შეხვედრა შეაფასა.
„რა თქმა უნდა, მე მაქვს უკმაყოფილების განცდა, მაგრამ ეს შედეგი ნორმალურია. ამ მატჩმა მცირედი შიში დამიტოვა, რადგან მეტოქემ საკმაოდ გვანერვიულა. არაუშავს, ჩვენ გვყავს 24 ახალი ფეხბურთელი და ზუსტად არ ვიცოდი, თავს ვინ როგორ გამოავლენდა. ამ შეხვედრის შემდეგ ბევრი რამ არის განსახილველი. მე ბევრი დადებითი რამ დავინახე და ამ წარუმატებლობიდანაც ბევრს ვისწავლით“, – განაცხადა ფლორინ ბრატუმ.
რუმინეთის ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა „ფიორენტინას“ მცველი რადუ დრაგუცინი საქართველოსთან მატჩის 82-ე წუთზე შეიყვანა და ამან კითხვები გააჩინა.
„ჩვენ გვყავს 60-მდე საინტერესო მოთამაშე – საზღვარგარეთ და რუმინეთშიც. ახალ თაობაში ოპტიმალური შემადგენლობის შერჩევა ადვილი არ არის. თქვენ უნდა იქონიოთ მოთმინება. ცვლილებები გვიან განვახორციელეთ, რადგან თავიდან ცუდად არ ვთამაშობდით. მე არ მინდოდა შეცვლა შეცვლისთვის. მე ვწყვეტ, ვინ თამაშობს და ვინ იქნება სკამზე. რადუ დრაგუცინი შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ დიდი ხანია არ უთამაშია და რიტმი და ინტენსივობა დაკარგული აქვს. ამიტომ უკეთ ფორმაში მყოფები ვათამაშე”, – თქვა ბრატუმ.