რუხის საავადმყოფოში 29 პაციენტია მოთავსებული, მათ შორის ცხრა კოვიდინფიცირებულია

11:52, 22.05.2020

რუხის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 29 პაციენტი ჰყავთ. მათ შორის ცხრა კოვიდინფიცირებულია.

როგორც საქართველოს პირველ არხს რუხის საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ქარცივაძემ განუცხადა, ერთ-ერთი ინფიცირებული არასრულწოვანი პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა, თუმცა სტაბილური.

მისივე თქმით, კლინიკაში ცხელებით 20 პაციენტია შეყვანილი.

კლინიკური დირექტორის თქმით, ცხელების ნიშნებით მიმართვიანობა კლინიკაში საგრძნობლად გაიზარდა და ყოველდღიურად საავადმყოფოში 10-12 პაციენტი შედის. ყველა მათგანს უტარდება ტესტირება კორონავირუსზე.

გუშინ ცხრა ადამიანის ტესტირება მოხდა, ყველა პასუხი უარყოფითი იყო. დღეს ტესტირება კორონავირუსზე კიდევ შვიდი ადამიანს ჩაუტარდება.

მსგავსი