Rugger.info - შესაძლოა სიონე ფაკაოსილეა რუმინეთის ნაკრებში არალეგალურად თამაშობს
Rugger.info - შესაძლოა სიონე ფაკაოსილეა რუმინეთის ნაკრებში არალეგალურად თამაშობს

რუმინეთის ნაკრები შესაძლოა მსოფლიო თასის საგზურს და “რაგბი ევროპის ჩემპიონატის” 2017 წლის გამარჯვებულის ტიტულს დაემშვიდობოს.

Rugger.info ინფორმაციას საკუთარ წყაროზე დაყრდობით ავრცელებს – სიონე ფაკაოსილეა რუმინეთის ნაკრებში 2017 წლიდან თამაშობს, თუმცა მას შესაძლოა ამის უფლება არ ჰქონდა.

ტონგელი მორაგბე 2013 წლის ოქტომბერში ტონგას შვიდკაცა ნაკრების შემადგენლობაში იყო და გოლდ-კოსტში კენიელთა წინააღგმდეგ ითამაშა კიდეც.

შვიდკაცას მსოფლიო სერია “მსოფლიო რაგბის” ოფიციალური ტურნირია. რადგან ტონგელმა ამ ტურნირზე მიიღო მონაწილეობა, მას გარკვეული პროცედურების გავლა უწევდა იმისთვის, რომ რუმინეთის ნაკრებში თამაშის უფლება მოეპოვებინა.სამი წელი რუმინეთში ცხოვრება და ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ეტაპზე მინიმუმ ორი ტურნირის თამაში რუმინეთის სახელით – ასეთი იყო პირობები, რომლებიც მას რუმინეთის ნაკრებში თამაშის უფლებისთვის უნდა დაეკმაყოფილებინა. აღნიშნულს კი ის ვერ შეასრულებდა, რადგან საკვალიფიკაციო ეტაპი 2015 წელს ჩატარდა, ხოლო ტონგელი მორაგბე კი რუმინეთში 2014 წლიდან ცხოვრობს.

რუმინეთის რაგბის ფედერაციამ ან იგნორირება გაუკეთა აღნიშნულ ფაქტს, ან მათ უბრალოდ არ იცოდნენ, რომ ფაკაოსილეა ტონგელთა ღირსებას შვიდკაცა ნაკრების შემადგენლობაში იცავდა.

თუმცა არსებობს კითხვები – რუმინეთის სუპერლიგის საიტზე ფაკაოსილეას დაბადების თარიღი არ ემთხვევა მის დაბადების თარიღს “მსოფლიო რაგბის” ვებ-გვერდზე, შესაბამისად შესაძლოა ორ სხვადასხვა მორაგბეზე იყოს საუბარი.

თუკი დამტკიცდება, რომ საუბარი ერთი და იმავე მორაგბეზეა – რუმინეთის ნაკრებს “რაგბი ევროპის ჩემპიონატზე” მოპოვებული გამარჯვებები გაუუქმდება და შესაბამისად ისინი ვერ მოიპოვებენ მსოფლიო თასზე თამაშის უფლებას.

აღნიშნულ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, რაც დიდი დარტყმას აყენებს რუმინული რაგბის იმიჯს.

წყარო: Rugger.info