საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის მზადება დაიწყო - რიჩარდ კოკერილმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის მზადება დაიწყო - რიჩარდ კოკერილმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT

17 მარტს საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში, პრიზში, „სტად ჟან ბუინზე“ პორტუგალიის ნაკრებს შეხვდება და შეეცდება ტიტული მე-16-ედ მოიგოს, შეხვედრა თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

ამ შეხვედრისთვის საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რიჩარდ კოკერილმა 34-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც 19 მორკინალი და 15 ხაზის მოთამაშეა. ნაკრები ორშაბათს საფრანგეთში გაემგზავრება, სადაც მათ ლეგიონერები შეუერთდებიან და გადამწყვეტი მატჩისთვის მზადება პარიზში გაგრძელდება.

გამოძახებულთა შორის ორი ახალი სახეა. კოკერილის რჩეულთა შორის პირველად მოხვდა „ნევერის“ მეორეხაზელი ლადო ჩაჩანიძე, რომლსაც ნაკრებში 15 მატჩი აქვს ჩატარებული. „ბორჯღალოსნების“ შეკრებაზე პირველადაა „ბრივის“ შუამარბი, საქართველოს ნაკრების ყოფილი მოთამაშის, გოდერძი შველიძის ვაჟი, გიორგი შველიძე, რომელმაც შარშან 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა.

რუმინეთთან ნახევარფინალის შემდეგ გუნდს დაუბრუნდა „ტულონის“ ბურჯი ბექა გიგაშვილი, ტრავმის გამო შეკრებაზე არ იქნება მირიან მოდებაძე.

შეგახსენებთ, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ფინალური მატჩები 2023 წლიდან ტარდება, გადამწყვეტ მატჩში საქართველო პორტუგალიას ზედიზედ მეორედ ეთამაშება –  შარშან „ბორჯღალოსნებმა“ მეტოქე ესპანეთში 38:11 დაამარცხეს.

ბორჯღალოსნების გაფართოებული შემადგენლობა 2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის

შერკინება: გიორგი ახალაძე („ბეზიე“), დავით აბდუშელიშვილი („შავი ლომი“), გიორგი მამაიაშვილი („გრენობლი“), ვანო კარკაძე („მონპელიე“), ლუკა ნიორაძე („ორიაკი“), ნიკოლოზ სუთიძე („ლა როშელი“), ირაკლი აფციაური („გრენობლი“), ალექსანდრე ქუნთელია („ლა როშელი“), ბექა გიგაშვილი („ტულონი“), გრიგორ ქერდიყოშვილი („შავი ლომი“), გიორგი ჯავახია („გრენობლი“), მიხეილ ბაბუნაშვილი („შავი ლომი“), ლადო ჩაჩანიძე („ნევერი“), დემურ ეფრემიძე („შავი ლომი“), თორნიკე ჯალაღონია („ბიარიცი“), ილია სპანდერაშვილი („შავი ლომი“), ბექა გორგაძე („პო“), გიორგი ცუცქირიძე („სტად ფრანსე“), ლუკა ივანიშვილი („შავი ლომი“).

ხაზი: მიხეილ ალანია („ორიაკი“), თენგიზ პერანიძე („შავი ლომი“), ვასილ ლობჟანიძე („ტულონი“), ლუკა მატკავა („შავი ლომი“), თედო აბჟანდაძე („მონტობანი“), მერაბ შარიქაძე („შავი ლომი“, კაპ.), გიორგი კვესელაძე („შავი ლომი“), დემურ თაფლაძე („შავი ლომი“), თორნიკე კახოიძე („შავი ლომი“), ალექსანდრე თოდუა („შავი ლომი“), აკაკი ტაბუცაძე („შავი ლომი“), გიორგი შველიძე („ბრივი“), ლუკა ხორბალაძე („ლიონი“), დავით ნინიაშვილი („ლიონი“), ლუკა ცირეკიძე („შავი ლომი“).