საფრანგეთის უმაღლესი დივიზიონის ბინადარმა „ნანტმა“ მთავარი მწვრთნელი პიერ არისტუი თანამდებობიდან არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გაათავისუფლა და როგორც ადგილობრივი მედია წერს, „ნაპოლის“ ყოფილი დამრიგებელი რუდი გარსია მის შემცვლელად განიხილება.
გარსია „ნანტის“ პოტენციური მწვრთნელების სიაში ჟოკლინ გურვენეკისთან ერთად დასახელდა. ხვიჩა კვარაცხელიას გუნდიდან ფრანგი სპეციალისტი რამდენიმე კვირის წინ გაათავისუფლეს.
59 წლის რუდი გარსია ბოლოს საფრანგეთის ჩემპიონატში „მარსელს“ წვრთნიდა. 2018 წელს მისი ხელძღვანელობით გუნდი ევროპის ლიგის ფინალში გავიდა და მადრიდის „ატლეტიკოსთან“ დამარცხდა.
სპეციალისტის მთავარი მიღწევები „ლილს“ უკავშირდება, რომელთან ერთადაც მან 2011 წელს საფრანგეთის ჩემპიონატი და თასი მოიგო.