სტატისტიკის მიხედვით, გარსიას „ნაპოლი“ მაცარის „ნაპოლიზე“ უკეთესია #1TVSPORT
სტატისტიკის მიხედვით, გარსიას „ნაპოლი“ მაცარის „ნაპოლიზე“ უკეთესია #1TVSPORT

„ტორინოსა“ და „ნაპოლის“ მატჩის (3:0) შემდეგ ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა, ნიკოლო სკირამ სოციალურ ქსელში გააკრიტიკა იტალიის ჩემპიონის თამაში და ივარაუდა, რომ ვალტერ მაცარის „ნაპოლი“ უარესია, ვიდრე მისი წინამორბედის, რუდი გარსიას გაწვრთნილი გუნდი.

„თავის დროზე მე არ დავიშურე კრიტიკა გარსიას მისამართით, მაგრამ იმავე გულწრფელობით უნდა ითქვას, რომ მაცარის „ნაპოლი“ არანაკლებ კრიზისულია. შეიძლება – უარესიც. არანაირი თამაში და ტაქტიკური ქაოსი. გუნდს სასწრაფოდ სჭირდება შემობრუნება, წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს რისკი, რომ „ნაპოლი“ ევროპის ლიგამდეც ვერ მიაღწევს“, – დაწერა სკირამ.

ჟურნალისტის აზრს, რთულია, არ დაეთანხმო, თუ მოვახდენთ გარსიასა და მაცარის სტატისტიკის შედარებას. „ნაპოლი“ გარსიას ხელმძღვანელობით საშუალოდ მატჩში 1.75 ქულას იღებდა და 1.87 გოლს იტანდა. მაცარის „ნაპოლის“ ანალოგიური მაჩვენებლებია – 1.00 ქულა და 0.8 გოლი საშუალოდ ერთ თამაშში.

                                            გარსია vs მაცარი

16 მატჩი 10
8 მოგება 3
4 ფრე 1
4 წაგება 6
1.75 საშუალოდ ქულა მატჩში 1
30 გატანილი გოლი 8
18 მიღებული გოლი 19