„რუდარმა“ ბათუმელებთან ჩასვლა ვერ მოახერხა - შეხვედრა თოვლმა ჩაშალა #1TVSPORT
„რუდარმა“ ბათუმელებთან ჩასვლა ვერ მოახერხა - შეხვედრა თოვლმა ჩაშალა #1TVSPORT

ბათუმის „დინამოს” თურქულ შეკრებაზე საკონტროლო შეხვედრა ჩაეშალა – ინფრომაციას კლუბის ვებ-გვერდი ავრცელებს.

ანთალიაში მესამე საწვრთნელი მატჩი ველენიესრუდართან” იყო დაგეგმილი, მაგრამ ჩერნოგორიელებმა ადგილზე მისვლა ვერ მოახერხეს.

დიდთოვლობისგან გამოწვეული შეფერხების გამო მეტოქე გუნდმა ვერ მოახერხა ანტალიაში დროულად ჩამოსვლა, შესაბამისად დღეისთვის დაგეგმილი მატჩი ჩაიშალა“, – წერია ბათუმელთა პრესსამსახურის გავრცელებულ ცნობაში.

ეს თურქეთში მიმდინარე შეკრებაზე მეორე შემთხვევაა, როდესაც ბათუმელებს საკონტროლო მატჩი ჩაეშალათ. 23 იანვარს საქართველოს ჩემპიონმა მატჩი გდანსკის „ლეხიასთან“ დაგეგმა, უნდა ეთამაშა, მაგრამ პოლონელთა თხოვნით, შეხვედრა აღარ გაიმართა.

ბათუმელებმა ჯერჯერობით თურქეთში დაგეგმილი სამი მატჩიდან მხოლოდ ორი გამართეს – ნიკა კვეკვესკირის პოზნანისლეხთან” 2:1 მოიგეს, ხოლო ვაკო გვილიას „რაკოვთან“ ფრე (3:3) დაასრულეს. გუნდი პირველ შეკრებას 28 იანვარს დაასრულებს და სამშობლოში დაბრუნდება, თებერვალში კი მეორე შეკრებას გამართავს.