რუანდაში გენოციდის 25 წლისთავს აღნიშნავენ. ქვეყანაში გლოვა 100 დღის განმავლობაში გაგრძელდება, რაც 1994 წლის 100-დღიან მასობრივ მკვლელობებს უკავშირდება.
გენოციდის დროს 800 000 ტუტსისა და ჰუტუს ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები დახოცეს. „ევრონიუსის“ ინფორმაციით, გენოციდის პერიოდში ყოველდღიურად 10 000 ადამიანი იღუპებოდა.
რუანდაში მასობრივი მკვლელობები მას შემდეგ დაიწყო, რაც 1994 წლის 6 აპრილს თვითმფრინავი, რომელშიც რუანდისა და ბურუნდის პრეზიდენტები იმყოფებოდნენ, კიგალის აეროპორტში დაშვებისას მიწა-ჰაერის ტიპის რაკეტით ჩამოაგდეს.
გენოციდის შედეგად, ტუტსის მოსახლეობის 70 პროცენტი განადგურდა, რაც რუანდის მოსახლეობის 10 პროცენტი იყო.