გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის ნიუ-იორკის ოფისის დირექტორმა თანამდებობა დატოვა და განაცხადა, რომ გაერო-მ „ღაზის სექტორში გენოციდის შეჩერება ვერ შეძლო“
გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის ნიუ-იორკის ოფისის დირექტორმა თანამდებობა დატოვა და განაცხადა, რომ გაერო-მ „ღაზის სექტორში გენოციდის შეჩერება ვერ შეძლო“

გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის ნიუ-იორკის ოფისის დირექტორმა, კრეიგ მოხიბერმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ თავად მოხიბერის მიერ გამოქვეყნებულ წერილშია აღნიშნული.

კრეიგ მოხიბერმა წასვლის მიზეზად ღაზის სექტორში მიმდინარე „გენოციდი“ დაასახელა და განაცხადა, რომ გაერო-მ ამის შეჩერება ვერ შეძლო.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, 90-იან წლებში ღაზაში ცხოვრობდა და მუშაობდა ადამიანის უფლებებზე.

მოხიბერმა შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირის ქვეყნები ისრაელის სისასტიკის პოლიტიკურ და დიპლომატიურ დაფარვაში დაადანაშაულა.

მან ასევე დაწერა, რომ გაერო-მ გენოციდის შეჩერება არაერთხელ ვერ შეძლო.

„უმაღლეს კომისარო, ჩვენ კვლავ ვმარცხდებით“, – დაწერა გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის ნიუ-იორკის ოფისის დირექტორმა.