როსტოვში სახლებზე მუნდიალით გახარებულ ადამიანებს ხატავენ
როსტოვში სახლებზე მუნდიალით გახარებულ ადამიანებს ხატავენ

მოახლოებული მსოფლიოს ჩემპიონატის წინ, ერთ-ერთ მასპინძელ ქალაქში – როსტოვში კრეატიულად ღებავენ ძველი სახლების ფასადებს.
როსტოვის ერთ-ერთმა მცხოვრებელმა ქალბატონმა საკუთარ “ტვიტერზე” გამოაქვეყნა ფოტო, თუ როგორ მიახატეს სახლის ფანჯრებს ბედნიერი ადამიანები.

“მეგონა, მეჩვენებოდა ეს ყველაფერი. არა, მართლა ხატავენ ფანჯრებზე ბედნიერ მცხოვრებლებს! შოლოხოვის გამზირი. ეს ყველაფერი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის დიად როსტოვში ხდება”, – დაწერა ფოტოს ავტორმა.