რონალდუმ მესის ცუდი ფეხბურთელი უწოდა
რონალდუმ მესის ცუდი ფეხბურთელი უწოდა

მადრიდის „რეალის“ ფორვარდმა, კრიშტიანუ რონალდუმ ესპანეთის ჩემპიონატის მე-20 ტურის მატჩის წინ („დეპორტივოსთან“, 7:1), „ბარსელონას“ ლიდერ ლიონელ მესის ხუმრობით უწოდა ცუდი ფეხბურთელი.

როგორც ესპანური გაზეთი Marca წერს, ბიჭმა, რომელიც რონალდუს მინდვრისკენ მიუძღოდა, პორტუგალიელს უთხრა: „შენ ჩემთვის საუკეთესო ხარ მსოფლიოში, მესი კი…“, რონალდუმ თავად დაასრულა მისი სიტყვები: „მესი კი ცუდი ფეხბურთელია“.

კიდევ ერთმა ბიჭმა ასევე უწოდა მესის ყველაზე სუსტი ფეხბურთელი მსოფლიოში. ამ სიტუაციამ „რეალის“ მოთამაშეებს შორის სიცილი გამოიწვია.

კრიშტიანუ რონალდუმ „დეპორტივოს“ წინააღმდეგ დუბლი შეასრულა.