რონალდოს გოლი „ლიონის“ კარში ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესოდ აღიარეს (ვიდეო)

უეფამ გულშემატკივართა ხმის მიცემის შედეგად ჩემპიონთა ლიგის 2019-20 წლების სეზონის ხუთი საუკეთესო გოლი გამოავლინა.

პირველი ადგილი დაიკავა „იუვენტუსის“ ფორვარდის კრიშტიანო რონალდოს გოლმა „ლიონის“ კარში (2:1, მერვედფინალი). მეორე ადგილზეა „ლაიპციგის“ ნახევარმცველის მარსელ ზაბიტცერის გოლი „ზენიტის“ წინააღმდეგ (2:1, ჯგუფური ეტაპი).

ხუთეულში ასევე მოხვდა „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ხუან კუადრადო („ატლეტიკოსთან“ 2:2), „ბარსელონას“ ფორვარდი ლუის სუარესი („ინტერთან“ 2:1) და „ბაიერნის“ ნახევარმცველი სერჟ გნაბრი („ლიონთან“ 3:0).