რონალდ კუმანი ნიდერლანდების ნაკრებს 2023 წლის 1 იანვრიდან ჩაიბარებს #1TVSPORT
რონალდ კუმანი ნიდერლანდების ნაკრებს 2023 წლის 1 იანვრიდან ჩაიბარებს #1TVSPORT

„ბარსელონას“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი მოელაპარაკა ნიდერლანდების საფეხბურთო კავშირს ეროვნულ გუნდში დაბრუნებაზე.

59 წლის სპეციალისტი 2018-2020 წლებში ედგა სათავეში „ნარინჯისფერებს“, რის შემდეგაც მიიღო „ბარსელონას“ წინადადება, თუმცა იქიდან გასული წლის ოქტომბერში დაითხოვეს.

კუმანი ნიდერლანდების ნაკრებში 2023 წლის 1 იანვრიდან დაბრუნდება – მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შემდეგ, რომელიც ყატარში 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე გაიმართება.

ნიდერლანდების ნაკრების ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის ლუი ვან გაალის კონტრაქტი მიმდინარე წლის ბოლომდეა გათვლილი. რამდენიმე დღის წინ მან განაცხადა, რომ პროსტატის კიბოთია დაავადებული.