რონ დესანტისი - ფედერალური სამართალდამცავების იარაღად გამოყენება სასიკვდილო საფრთხეს წარმოადგენს თავისუფალი საზოგადოებისთვის
რონ დესანტისი - ფედერალური სამართალდამცავების იარაღად გამოყენება სასიკვდილო საფრთხეს წარმოადგენს თავისუფალი საზოგადოებისთვის

ფედერალური სამართალდამცავების იარაღად გამოყენება სასიკვდილო საფრთხეს წარმოადგენს თავისუფალი საზოგადოებისთვის, – წერს აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატი რონ დესანტისი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე და დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენებას ეხმაურება.

დესანტისის თქმით, კანონის წინაშე გათანაბრებული არ არიან კონკრეტული პოლიტიკური ფიგურები.

„წლების განმავლობაში, პოლიტიკური კუთვნილებიდან გამომდინარე, კანონის არათანაბარი გამოყენების მოწმეები ვართ. რატომ ხართ ასეთი გულმოდგინე ტრამპის დევნაში, მაგრამ ასეთი პასიური ჰილარი კლინტონისა და ჰანტერ ბაიდენის მიმართ?“- აღნიშნავს დესანსიტი.

დონალდ ტრამპს საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენებისთვის ბრალი შვიდი მუხლით 37 ეპიზოდზე აქვს წარდგენილი, მათ შორის 31 ეპიზოდზე აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს სასამართლო ეროვნული თავდაცვის შესახებ ინფორმაციის განზრახ შენახვას ედავება.