რომში ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ორი ქართველი იასპარეზებს | ჭიდაობა
რომში ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ორი ქართველი იასპარეზებს | ჭიდაობა

იტალიის დედაქალაქში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ჭიდაობაში დღეს ხალიჩაზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ხუთი ქართველი გამოვიდა, რომელთაგან ორი ფალავანი ნახევარფინალში იასპარეზებს.

ფინალში გასასვლელად ამირან შავაძე (60 კგ) და იური ლომაძე (72 კგ) იბრძოლებენ. ნახევარფინალური შეხვედრები 19.30 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ დღესვე მძიმეწონოსანი ლევან არაბული (130 კგ) ფინალში რუმინელ მოჭიდავეს შეხვდება, ხოლო მსოფლიოს მომქმედი ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია (55კგ.) ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

ფინალური ბლოკი ნახევარფინალების შემდეგ გაიმართება.