რომის პაპმა ვატიკანში მღვდლების მხრიდან სექსუალურ ძალადობაზე კონფერენცია გახსნა
რომის პაპმა ვატიკანში მღვდლების მხრიდან სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით, კონფერენცია გახსნა. კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, პაპმა ფრანცისკემ თქვა, რომ ეკლესია მოისმენს იმ არასრულწლოვნების წუხილს, რომლებიც სამართალს ეძებენ.
პონტიფიკოსის განცხადებით, ძალადობის მსხვერპლები კონკრეტულ და ეფექტურ ზომებს ელოდებიან და არა მხოლოდ უბრალო დაგმობას.
რომის პაპმა კონფერენციის მონაწილეებს უთხრა, რომ მღვდლების მხრიდან ბავშვებზე სექსუალური ძალადობის სიბოროტე კათოლიკური ეკლესიის განწმენდად უნდა გარდაიქმნას.
ოთხდღიან კონფერენციას კათოლიკე ეპისკოპოსების კონფერენციის ხელმძღვანელები, ვატიკანის წარმომადგენლები, ექსპერტები და რელიგიური ორდენების მეთაურები ესწრებიან.