რომის პაპმა ქრისტიანული სამყაროს ნაწილს შობის დღესასწაული მიულოცა. ფრანცისკემ ეს განცხადება დღეს წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილი მორწმუნეებისადმი მიმართვის დროს გააკეთა.
„ზოგიერთი ეკლესია, როგორც კათოლიკური, ისე მართლმადიდებელი, რომლებიც იულიანურ კალენდარზე რჩებიან, ხვალ აღნიშნავენ ქრისტეშობის დღესასწაულს. გულითადად გილოცავთ ყველას, ვისაც იესოს რწმენა გვაერთიანებს“, – განაცხადა რომის პაპმა.