რომის პაპმა მორწმუნეებს ბეჭედზე კოცნის უფლება არ მისცა [ვიდეო]

რომის პაპმა, ფრანცისკემ მორწმუნეებს ბეჭედზე კოცნის უფლება არ მისცა.

მომხდარს სოციალურ ქსელების მომხმარებელთა უკმაყოფილება მოჰყვა. მესის შემდეგ კათოლიკეები რომის პაპთან მიდიოდნენ და ცდილობდნენ, ბეჭედზე ეკოცნათ, თუმცა ფრანცისკე მათ ამის საშუალებას არ აძლევდა.

სოციალური ქსელების ბევრმა მომხმარებელმა რომის პაპის რეაქციას „უხეში“ და „ქრისტიანული ფასეულობებისთვის შეუსაბამო“ უწოდა.

პაპის ბეჭდის კოცნა ტრადიციული რიტუალია, რომელიც პონტიფიკოსის მიმართ პატივისცემის გამოხატვად ითვლება. ბეჭედზე პირველი რომის პაპი პეტრე არის გამოსახული, რომელიც პონტიფიკოსობამდე უბრალო მეთევზე იყო.