რომის პაპმა კათოლიკურ ეკლესიაში სექსუალურ ძალადობაზე „ნულოვანი ტოლერანტობა“ გამოაცხადა
რომის პაპმა კათოლიკურ ეკლესიაში სექსუალურ ძალადობაზე „ნულოვანი ტოლერანტობა“ გამოაცხადა

რომის პაპმა კათოლიკურ ეკლესიაში სექსუალურ ძალადობაზე „ნულოვანი ტოლერანტობა“ გამოაცხადა და განაცხადა, რომ მის დასრულებაზე პასუხისმგებლობას თავად იღებს. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელმა თქვა, რომ თუ მღვდელი მოძალადეა, მღვდელი ვეღარ იქნება. პაპ ფრანცისკეს განცხადებით, ეკლესიაში ძალადობის ყოველი შემთხვევა მას ზიანს აყენებს.

2019 წელს პაპმა ფრანცისკემ გააუქმა ვატიკანის კონფიდენციალურობის წესები სექსუალური ძალადობის შემთხვევებზე და დააწესა ახალი წესები, რომლითაც პირველად გახადა სავალდებულო ყველა ეპარქიისთვის ძალადობისა და დამალვის შესახებ შეტყობინების სისტემების შექმნა.

„არ უარვყოფ ძალადობას, თუნდაც ერთი შემთხვევა იყოს, ეს არის ამაზრზენი, რადგან შენ, მღვდელო, შენ, მონაზონო, უნდა წაიყვანო ის ბიჭი, ის გოგო ღმერთთან და ამით მათ სიცოცხლეს ანადგურებ. ეს არის ამაზრზენი. ეს ანადგურებს სიცოცხლეს. და შემდეგ ისინი მოდიან თქვენთან კითხვებით – შეიძლება თუ არა, რომ უქორწინებლობის ბრალი იყოს? ეს არ არის უქორწინებლობის საკითხი. ოჯახებში არ არის უქორწინებლობა და ეს ყველაფერი ხანდახან ხდება“, – აღნიშნა რომის პაპმა.