რომის პაპი წმინდა პეტრეს ბაზილიკაში სააღდგომო წირვას დაესწრო
რომის პაპი წმინდა პეტრეს ბაზილიკაში სააღდგომო წირვას დაესწრო

რომის პაპი ფრანცისკე დაესწრო, თუმცა არ უძღვებოდა სააღდგომო წირვას წმინდა პეტრეს ბაზილიკაში, სავარაუდოდ ფეხის ტკივილის გამო, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს. მედიის ცნობით, პაპი ფრანცისკე საზეიმო წირვაზე იტალიელმა კარდინალმა ჯოვანი ბატისტამ შეცვლა.

ვატიკანის განცხადებით, პაპი ფრანცისკე ქადაგებას მოგვიანებით, წირვაზე წაიკითხავს.

„როიტერის“ ცნობით, მესა, რომელსაც 5 500 ადამიანი ესწრებოდა, გალობისა და სახარების კითხვისას საკურთხევლის წინ ხანგრძლივ დგომას მოითხოვდა. 85 წლის პაპს კი, რადიკულიტი და ფეხის ტკივილი აწუხებს.

„როიტერი“ წერს, რომ ორწლიანი შეზღუდვების შემდეგ, საზოგადოებას სადღესასწაულო აქტივობებზე დასწრების საშუალება მიეცა.