რომის პაპი ფრანცისკე საჯარო ღონისძიებაზე პირბადით პირველად გამოჩნდა. პონტიფიკოსი სხვა რელიგიურ ლიდერებთან ერთად მსოფლიოში მშვიდობისთვის ლოცვას დაესწრო, რომელიც რომის სანტა-მარიას ბაზილიკაში აღევლინა.
ფრანცისკესთან ერთად რელიგიურ ღონისძიებას მსოფლიო პატრიარქი ბართლომეც დაესწრო.
ამის პარალელურად, რომში სხვადასხვა ადგილზე მსოფლიოში მშვიდობისათვის ლოცვა აღავლინეს იუდეველმა, ბუდისტმა, მუსლიმმა, ინდუისტმა სასულიერო პირებმა.
როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, სოციალურ ქსელები რომის პაპს ხშირად აკრიტიკებდნენ ხალხმრავალ რელიგიურ ცერემონიებში პირბადის გარეშე მონაწილეობის გამო.