რომაული წარმატებით ჯოკოვიჩმა 11 260 ქულა მოაგროვა და მსოფლიო რეიტინგს ლიდერობს
მსოფლიო რეიტინგის პირველმა ნომერმა, დიდი სლემის ტურნირების 17-გზის მფლობელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა რომში მეხუთე, ხოლო კარიერაში 36-ე „მასტერსის” ტურნირი მოიგო.
სერბმა ფინალში, ორ სეტში არგენტინელი დიეგო შვარცმანი დაამარცხა. ამ შეხვედრაში გამარჯვება ჯოკოვიჩისთვის „მასტერსებზე” ზედიზედ მეთხუთმეტე გახლდათ. ნოვაკმა კარიერაში 81-ე ტიტული მოიპოვა და რომში გამარჯვებით იგი ამ ტურნირის ყველაზე ასაკოვანი გამარჯვებულია.
დღევანდელი მდგომარეობით მსოფლიო რეიტინგის პირველი ხუთეული:
1. ნოვაკ ჯოკოვიჩი 11 260 ქულა.
2. რაფაელ ნადალი 9 850 ქულა.
3. დომინიკ ტიმი 9 125 ქულა.
4. როჯერ ფედერერი 6 630 ქულა.
5. დანილ მედვედევი 5 890 ქულა.