რომაული წარმატებით ჯოკოვიჩმა 11 260 ქულა მოაგროვა და მსოფლიო რეიტინგს ლიდერობს
რომაული წარმატებით ჯოკოვიჩმა 11 260 ქულა მოაგროვა და მსოფლიო რეიტინგს ლიდერობს

მსოფლიო რეიტინგის პირველმა ნომერმა, დიდი სლემის ტურნირების 17-გზის მფლობელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა რომში მეხუთე, ხოლო კარიერაში 36-ე „მასტერსის” ტურნირი მოიგო.

სერბმა ფინალში, ორ სეტში არგენტინელი დიეგო შვარცმანი დაამარცხა. ამ შეხვედრაში გამარჯვება ჯოკოვიჩისთვისმასტერსებზე” ზედიზედ მეთხუთმეტე გახლდათ. ნოვაკმა კარიერაში 81-ე ტიტული მოიპოვა და რომში გამარჯვებით იგი ამ ტურნირის ყველაზე ასაკოვანი გამარჯვებულია.

დღევანდელი მდგომარეობით მსოფლიო რეიტინგის პირველი ხუთეული:

1. ნოვაკ ჯოკოვიჩი 11 260 ქულა.

2. რაფაელ ნადალი 9 850 ქულა.

3. დომინიკ ტიმი 9 125 ქულა.

4. როჯერ ფედერერი 6 630 ქულა.

5. დანილ მედვედევი 5 890 ქულა.

დატოვე კომენტარი