„რომას“ სანჩესის დამატება სურს
Manchester United's Alexis Sanchez points during the Premier League match at the Old Trafford Stadium, Manchester. Picture date 6th October 2018. Picture credit should read: Matt McNulty/Sportimage via PA Images
ბრიტანული „ტელეგრაფის“ (The Telegraph) ინფორმაციით, იტალიური „რომა“ მოლაპარაკებებს აწარმოებს „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ალექსის სანჩესის გადაყვანაზე.
ოლე გუნარ სოლსკიაერი ახალი სეზონიდან ცხრანომრიანი მასიურით ენტონი მარსიალს ათამაშებს. ნორვეგიელი სპეციალისტი ამ ნაბიჯით უფრო ფრანგ შემტევს ენდობა. ამიტომაც, სავარაუდოდ, ინგლისური გრანდი ჩილელის გაშვებაზე დათანხმდება.
საუბარია არენდის წესით და შემდგომი გამოსყიდვის უფლებით გადაყვანაზე. შეგახსენებთ, რომ იტალიაში სატრანსფერო ფანჯარა ორ სექტემბერს იხურება.