„რომას“ მთავარ მწვრთნელად ერიკ ტენ ჰაგის კანდიდატურა განიხილება #1TVSPORT
„რომას“ მთავარ მწვრთნელად ერიკ ტენ ჰაგის კანდიდატურა განიხილება #1TVSPORT

ნიდერლანდელი სპეციალისტი ერიკ ტენ ჰაგი „რომას“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე განიხილება, – ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

ტენ ჰაგი რამდენიმე კვირის წინ „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ გაათავისუფლეს, მის ნაცვლად ინგლისური ფეხბურთის გრანდს პორტუგალიელი რუბენ ამორიმი ჩაიბარებს.

რაც შეეხება „რომას“, დედაქალაქურმა კლუბმა მიმდინარე სეზონში უკვე ორი მწვრთნელი გაუშვა. ამერიკელმა მფლობელებმა ჯერ დანიელე დე როსი გადააყენეს, ხოლო იტალიის სერია A-ს უკანასკნელი ტურის შეხვედრის შემდეგ – ივან იურიჩი. ამჟამად „რომა“ ჩემპიონატში მე-12 ადგილზეა.

ტენ ჰაგის გარდა, „რომას“ „ჩელსისა“ და „ბრაიტონის“ ყოფილი დამრიგებელი, გრემ პოტერიც დაუკავშირეს. კლუბი, სავარაუდოდ, გადაწყვეტილებას ნოემბრის სანაკრებო შესვენების დასრულებამდე მიიღებს.