„რომას“ ბაზაზე მეორე მსოფლიოს ომის დროს დატოვებული 20 ჭურვი აღმოაჩინეს
„რომას“ ბაზაზე მეორე მსოფლიოს ომის დროს დატოვებული 20 ჭურვი აღმოაჩინეს

მეორე მსოფლიო ომის დროინდელი 20 ჭურვი აღმოაჩინეს „რომას“ საწვრთნელ ბაზზე. ამის შესახებ, დედაქალაქური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაწერა. ფოტო, რომლზეც სამხედროებს მიწიდან ამოაქვთ ჭურვები, „ტვიტერზეა“ განთავსებული.

„ტრიგორიაში ჩვენ ბაზაზე მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ჭურვები აღმოჩნდა. მადლობა იტალიის არმიის განმნაღმელთა ჯგუფს, რომლებმაც წარმატებით შეასრულეს ეს რთული სამუშაო“, – წერია განცხადებაში.

როგორც Football Italia იტყობინება, ჭურვები ახალი საწვრთნელი მინდვრების მშენებლობისას აღმოაჩინეს.