რომარიო - ანჩელოტი არ გვჭირდება, დინიზთან ერთად ბრაზილიის ნაკრები საიმედო ხელშია #1TVSPORT
ლეგენდარულ ბრაზილიელ ფორვარდს, რომარიოს არ სურს, რომ ბრაზილიის ნაკრები კარლო ანჩელოტიმ გაწვრთნას.
„მინდა, მივულოცო ბრაზილიის საფეხბურთო კონფედერაციის პრეზიდენტს, ედნალდო როდრიგესს, რომელმაც დინიზის სასარგებლოდ სწორი არჩევანი გააკეთა. ის ჩვენი საუკეთესო მწვრთნელია.
დინიზს დრო არ ჰქონდა ნაკრებში ის გაეკეთებინა, რასაც საკლუბო დონეზე აკეთებს -გამოეყენებინა თავისი ძლიერი მხარეები, ჩაეტარებინა ვარჯიშები, შეექმნა ამ ფეხბურთელებისგან გუნდი. ის აკეთებს იმას, რაც შეუძლია. მას ბოლო ორ მატჩში ფრე და წაგება ჰქონდა, მაგრამ ყოველთვის მოგება არავის შეუძლია.
ჩემი მოკრძალებული აზრით, ბრაზილიის ნაკრები საიმედო ხელშია.
ჯანდაბას ანჩელოტი! მინდა, რომ დინიზი ბოლომდე დარჩეს“, – განაცახადა რომარიომ გამოცემა O Globo-სთან ინტერვიუში.
ფერნანდო დინიზი, რომელიც „ფლუმინენსეს“ მთავარი მწვრთნელიცაა, ბრაზილიის ნაკრებს დროებით ავარჯიშებს 2023 წლის ივლისიდან. მასთან კონტრაქტი ერთწლიანია.