რომან კაკულია - "მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს არ ვიზიარებ, თუმცა ჩემი პოზიცია კანონპროექტის მიმართ არ იცვლება 
რომან კაკულია - "მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს არ ვიზიარებ, თუმცა ჩემი პოზიცია კანონპროექტის მიმართ არ იცვლება 

მხოლოდ ჩემი პირადი პოზიცია შემიძლია გითხრათ, პრეზიდენტის ვეტოს არ ვიზიარებ, რადგან ერთ-ერთ საკითხს არ ვეთანხმები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ  რომან კაკულიამ განაცხადა.

მისი თქმით, საკითხი, რომელსაც პრეზიდენტის ვეტოში არ ეთანხმება, ეს არის სახელმწიფო შესყიდვების საკითხი, რადგან ამ მხრივ საფრთხეს ვერ ხედავს.

„მხოლოდ ჩემი პირადი პოზიცია შემიძლია გითხრათ. პრეზიდენტის ვეტოს არ ვიზიარებ, რადგან ერთ-ერთ საკითხს არ ვეთანხმები. უბრალოდ მხოლოდ ამ მიზეზის გამო. სახელმწიფო შესყიდვების ნაწილში საფრთხეს არ ვხედავ. ვფიქრობ, რომ ინსტიტუციები არსებობენ, რომლებმაც შესაძლოა, უზრუნველყონ თემაზე გარანტირებული მეთვალყურეობა. ჩემი პოზიცია გახლდათ კომერციულ რეკლამასთან და სტარტაპებთან უთანხმოება. ასეთი შინაარსით რომ შემოსულიყო პრეზიდენტის ვეტო, ცხადია, მხარს დავუჭერდი. მხოლოდ ამ მიზეზის გამო ვერ გავიზიარებ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩემი პოზიცია თავად კანონპროექტის მიმართ იცვლება. როდესაც კენჭისყრის საკითხი დადგება სესიაზე, იქ ჩემი პოზიცია უცვლელი იქნება.  “, – განაცხადა რომან კაკულიამ.

შეგახსენებთ, რომ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა, რომლის თავმჯდომარეც  რომან კაკულიაა, “მაუწყებლობის შესახებ” კანონპროექტს განხილვებისას უარყოფითი შეფასება მისცა.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე “მაუწყებლობის შესახებ” პრეზიდენტის ვეტოდადებულ საკანონმდებლო პაკეტზე მსჯელობენ.