რომან გოცირიძე - ვბრუნდებით პარლამენტში, მოვედით, რათა საქმე ვაკეთოთ
რომან გოცირიძე - ვბრუნდებით პარლამენტში, მოვედით, რათა საქმე ვაკეთოთ

პარლამენტში ვბრუნდებით. მოვედით, რომ საქმე ვაკეთოთ. მოვედით სამუშაოდ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისვე თქმით, უნდა მიიღონ ისეთი კანონები, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.

„უნდა მივიღოთ ყველა ის კანონი, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. ბოიკოტმა თავისი შედეგი გამოიღო, ვინაიდან სწორედ ამ ბოიკოტის შემდეგ ხდება იმ საკითხების დაძვრა, რასაც უკვე პარლამენტში განვიხილავთ, მათ შორის იქნება საკონსტიტუციო ცვლილებები, საარჩევნო კანონმდებლობა თუ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ახლა სხვა ეტაპზე გადავდივართ, ბოიკოტმა თავისი როლი შეასრულა და თავისი თავიც ამოწურა. დღეს პარლამენტში, ვართ რათა ბოლომდე მივიყვანოთ დაწყებული საქმეები, ხელი შევუწყოთ ქვეყანაში სამართლიანი, გაუყალბებელი არჩევნების ჩატარებას, რათა ეს წარუმატებელი ხელისუფლება მმართველობიდან მოვიცილოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანას არ ექნება არავითარი პერსპექტივა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ცოტა ხნის წინ მივიდნენ.