რომან გოცირიძე - ამ მარხვაში გინება როგორ შეიძლება
რომან გოცირიძე - ამ მარხვაში გინება როგორ შეიძლება

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, კრიტიკას მოსმენა სჭირდება, როგორი გამაღიზიანებელიც არ უნდა იყოს, რადგან არ შეიძლება, ოპონენტებს აგინო.

როგორც ჟურნალისტებს გოცირიძემ განუცხადა, არავის სჯერა იმის, რასაც მთავრობა ამბობს.

“ბოლო ერთი წლის მუშაობა რომ შევაჯამოთ, ერთი მიმართულება არ ყოფილა, სადაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთავრობას რაიმე წინსვლა ჰქონდა. ერთი მაგალითიც არ არსებობს იმის, რომ მატერიალური, ან სულიერი, ან პოლიტიკურ-ფილოსოფიური ყოფა გაუმჯობესდა. სასამართლო სისტემა მოიშალა, საზღვრები მორღვეულია, ტერორისტები შემოდიან, ადამიანებს იტაცებენ და აზერბაიჯანში გადაყავთ, ახალგაზრდებს ნარკოტიკებს უდებენ, ეკონომიკა დეგრადირებულია, ფასები და სიღარიბე იზრდება, კონსტიტუცია თავზე გადაგვახიეს. კრიტიკას მოსმენა უნდა და როგორი გამაღიზიანებელიც არ უნდა იყოს ოპონენტებს არ უნდა შეაგინო. „ქართული ოცნება“ დღე და ღამე ღმერთზე ლოცულობს, დილით ღმერთზე ფიქრობს და ღამით ანგელოზები ესიზმრება და ამ მარხვაში გინება როგორ შეიძლება, თან ჯერ სამარხვო გინება არ არის გამოგონებული”, – განაცხადა გოცირიძემ.

გუშინ, ახალი მთავრობის წევრებსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის შეხვედრაზე გიორგი კვირიკაშვილსა და ნიკა მელიას შორის დაპირისპირება მოხდა.

დატოვე კომენტარი