რომან გოცირიძე - ხელისუფლებამ მიზანმიმართულად გაანადგურა ანაკლიის პროექტი
რომან გოცირიძე - ხელისუფლებამ მიზანმიმართულად გაანადგურა ანაკლიის პროექტი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ „კონტი ჯგუფის“ გასვლა  „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან“ მოსალოდნელი იყო.

მისი შეფასებით, ეს ხელისუფლების ქმედებების შედეგია.

„ეს მოსალოდნელი იყო, „კონტი ჯგუფი“ გავიდა ანაკლიის კონსორციუმიდან. ხელისუფლების ტერორი ფაქტობრივად ანაკლიის პროექტის მისამართით, იგივე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ფაქტობრივად შინა პატიმრობაში ყოფნა, ის, რაც მთელი წლის განმავლობაში მიდიოდა, პროკურატურის თუ სხვა მხრიდან ქმედებები, საბოლოოდ მივიდა შედეგამდე, რასაც ვხედავთ. არავინ ანაკლიის პროექტში არავითარ ფულს არ ჩადებს, ნუ ველოდებით ბანკებიდან ან სხვა ინვესტორებიდან ფულს. ხელისუფლებამ მიზანმიმართულად გაანადგურა ანაკლიის პროექტი“, – განაცხადა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მოუწოდებს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“, უმოკლეს ვადებში წარუდგინოს მთავრობას დროში გაწერილი გეგმა კონსორციუმის 42 პროცენტიანი წილის მქონე ამერიკული კომპანია  – „კონტი ჯგუფის” ტენდერის მოთხოვნებთან შესაბამისი გამოცდილებისა და ფინანსური მდგომარეობის მქონე დასავლური სტრატეგიული ინვესტორით იგივე მოცულობით ჩანაცვლების თაობაზე.

ამერიკული „კონტი ჯგუფი“ ანაკლიის პორტის პროექტიდან გავიდა.

დატოვე კომენტარი