რომან გოცირიძე - დიდი იმედი გვაქვს, რომ ოპოზიციური პარტიები შევთანხმდებით და 20 ივნისს საერთო მაჟორიტარ კანდიდატებს იხილავს მთელი საქართველო
რომან გოცირიძე - დიდი იმედი გვაქვს, რომ ოპოზიციური პარტიები შევთანხმდებით და 20 ივნისს საერთო მაჟორიტარ კანდიდატებს იხილავს მთელი საქართველო

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, თბილისში, რვა მაჟორიტარული ოლქიდან ექვსი ოლქის დათმობით,„ნაციონალურმა მოძრაობამ“ უპრეცედენტო შეთავაზება გააკეთა.

მისივე თქმით, ასევე უპრეცედენტოა ოპოზიციური პარტიების კონსოლიდაცია.

„რომლებმაც საკმაო გამარჯვებას მიაღწიეს ამ ერთი წლის განმავლობაში – 20 ივნისიდან მოყოლებული 20 ივნისამდე. ერთ-ერთი გამარჯვება ბუნებრივია იქნება ის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ძალიან დიდი ალბათობით პარლამენტში მიღებული იქნება. ეს იყო ოპოზიციის, საერთაშორისო თანამეგობრიბის, არასამათავრობი ორგანიზაციებისა და ზოგადად, ხალხის გამარჯვება, თუ კიდევ ერთხელ არ გაბედა და არ მოიტყუა ივანიშვილმა“,- განაცხადა რომან გოცირიძემ და დასძინა, რომ ოპოზიციას ახლა გადასადგმელი აქვს ერთი მძლავრი ნაბიჯი – თბილისში მაჟორიტარული ოლქების შეთანხმება.

„სიმბოლურად, ეს უნდა გაფორმდეს 20 ივნისს, როდესაც იქნება აღნიშნული ეს ანტისაოკუპაციო დღე, როგორც სიმბოლო ქართველების გამოფხიზლებისა და რუსეთის ამ ვერაგული ქმედებების მხილების. ამიტომ, ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ 20 ივნისს ოპოზიციური პარტიები შევთანხმდებით და საერთო მაჟორიტარ კანდიდატებს იხილავს მთელი საქართველო.  ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მასში იქნება ყველა ის მთავარი პარტია, რომელიც სამომავლოდ მოახდენს ამ ხელისუფლების დემონტაჟს და შექმნის ახალ კოალიციურ მთავრობას“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.

რომან გოცირიძის განმარტებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ უკვე აქვს ორ ოლქში „საკუთარი კანდიდატების მონახაზი “.

„ეს იქნება მალე გაცხადებული მას შემდეგ, რაც გაფორმდება შეთანხმება ოპოზიციურ პარტიებს შორის“,- აღნიშნა რომან გოცირიძემ.

ამასთან, რომან გოცირიძის განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიგო ყველა დიდი ქალაქი საქართველოში და მას ჰქონდა პრეტენზიები, რომ ამ მონახაზით ნახევარი ოლქიც კი მოეთხოვა თბილისში, მაგრამ მიიღო უპრეცენდენტო გადაწყვეტილება, რითაც ფაქტობრივად გახსნა მოლაპარაკების შესაძლებლობა.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და თბილისში მხოლოდ ორ ოლქში ასახელებს კანდიდატურას. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიგო ყველა დიდი ქალაქი საქართველოში თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი და ა.შ. ბუნებრივია, რომ მას ჰქონდა პრეტენზიები, რომ ამ მონახაზით ნახევარიც კი მოეთხოვა თბილისში, მაგრამ მიიღო უპრეცენდენტო გადაწყვეტილება, რითაც ფაქტობრივად გახსნა მოლაპარაკების შესაძლებლობა და მომავალში დიდი კოალიციური მთავრობის. ჩვენი ორი კანდიდატურა დასახელებული იქნება მოგვიანებით. ჩვენ ვართ ერთგული, რაც განვაცხადეთ და თბილისში მხოლოდ ორი მაჟორიტარობის კანდიდატი გვეყოლება“,- განაცხადა გოცირიძემ.