საქართველოს პირველი ჩოგანი, 29 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთის ღია პირველობის მეორე წრეში, 18 წლის ესპანელ კარლოს ალკარასს დაუპირისპირდება.
ქართველის ახალგაზრდა მეტოქეს ბოლო პერიოდში საგრძნობლად მომატებული აქვს. მან როლან გაროსზე უკვე ოთხი შეხვედრის მოგება შეძლო. ალკარასმა კვალიფიკაციაში სლოვაკი ლუკაშ ლაცკო (6:3, 6:3), იტალიელი ანდრეა პელეგრინო (6:1, 6:2) და ჩილელი ალეხანდრო ტაბილო (6:1, 6:1) დაამარცხა, ხოლო შემდეგ ძირითად ბადეში ასევე კვალიფიკაციიდან გამოსულ თანამემამულე ბერნაბე საპატა მირალესს 6:3, 2:6, 6:1, 7:6 (7:4) სძლია.
ესპანელი მსოფლიო რეიტინგში 97-ე ადგილზეა, ბასილაშვილი კი სიაში 31-ე ადგილს იკავებს. დღევანდელ მეტოქეებს ერთმანეთში არასდროს უთამაშიათ. შეხვედრის დაწყება თბილისის დროით 18:00 საათზეა დაგეგმილი.