საფრანგეთის ღია პირველობის ორგანიზატორებმა გამოაცხადეს მთელი რიგი ცვლილებების შესახებ ტურნირის ჩატარების წესებში.
მამაკაცთა კვალიფიკაციაში ითამაშებს 96 ჩოგბურთელი 128-ის ნაცვლად (ქალებში ყოველთვის 96 მოთამაშე გამოდის).
გაუქმდება მიქსტი, ასევე ლეგენდების ტურნირი. დარჩება იუნიორებისა და წყვილების თანრიგები.
ამგვარი ცვლილებების მიზანი როლან გაროსის საპრიზო ფონდის შემცირებაა.