როლან გაროსმა ტურნირის ჩატარების წესები შეცვალა

14:37, 14.06.2020

საფრანგეთის ღია პირველობის ორგანიზატორებმა გამოაცხადეს მთელი რიგი ცვლილებების შესახებ ტურნირის ჩატარების წესებში.

მამაკაცთა კვალიფიკაციაში ითამაშებს 96 ჩოგბურთელი 128-ის ნაცვლად (ქალებში ყოველთვის 96 მოთამაშე გამოდის).

გაუქმდება მიქსტი, ასევე ლეგენდების ტურნირი. დარჩება იუნიორებისა და წყვილების თანრიგები.

ამგვარი ცვლილებების მიზანი როლან გაროსის საპრიზო ფონდის შემცირებაა.

მსგავსი