როლან გაროსი 2022 – ალკარასმა მატჩბოლი მოიგერია და ხუთ სეტში მოიგო #1TVSPORT
მძიმე ბრძოლის გადატანა მოუწია მეორე წრეში ესპანელ ფავორიტს კარლოს ალკარასს. მას თავის თანამემულესთან ალბერტ რამოსთან შეხვედრაში მატჩბოლის მოგერიება მოუხდა, მაგრამ მაინც მოიგო ხუთ სეტში – 6:1, 6:7(7), 5:7, 7:6(2), 6:4.
ალკარასს უფრო იოლად უნდა მოეგო, მაგრამ რამოსმა საოცარი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა – მეტოქის 31 ბრეიკპოინტიდან 23 მოიგერია, თავად კი შვიდიდან ექვსი ბრეიკპოინტი გამოიყენა.
ალკარასმა მატჩბოლი მეოთხე სეტში მოიგერია, როცა მისი მეტოქე 5:4-ზე მატჩზე აწვდიდა. კიდევ ერთი რთული მომენტი კარლოსისთვის მეხუთე სეტში იყო, როცა რამოსი 3:0 დაწინაურდა, თუმცა ამჯერადაც შეძლო თამაშის გადარჩენა.
მესამე წრეში ალკარასი ამერიკელ სებასტიან კორდას შეხვდება.