მსოფლიოს მესამე ჩოგანი როჯერ ფედერერი გამარჯვებით დაბრუნდა როლან გაროსზე. შვეიცარიელი 2016 წლის შემდეგ, პირველად გამოჩნდა პარიზულ კორტებზე და მოიგო საწყისი რაუნდის მატჩი იტალიელი ლორენცო სონეგოს წინააღმდეგ.
ფედერერს დიდი წინააღმდეგობა არ შეხვედრია. სონეგომ მხოლოდ მეორე სეტში შეძლო გაბრძოლება, როცა 0:4-ზე მატჩში ერთადერთი ბრეიკი შეასრულა, თუმცა, პარტია ვერ გადაარჩინა. პირველ და მესამე სეტებში კი იტალიელს ერთი ბრეიკ-პოინტიც არ ჰქონია.
საბოლოოდ, საათსა და 43 წუთში, ფედერერმა სამ სეტში მოიგო – 6:2, 6:4, 6:4.