როხო 28 მილიონ ევროდ შეფასდა

12:43, 11.07.2019

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობამ საკუთარი ფეხბურთელის, არგენტინელი მცველის, მარკოს როხოს შეასახებ ინფორმაცია გაავრცელა.

კლუბი უკანახაზელის ტრანსფერზე დაყენებას გეგმავს და შესაბამისად არგენტინელს ფასიც დაადო. მარკოს როხოს სავარაუდო ღირებულება 28 მილიონი ევრო იქნება, იტყობინება „დეილი რეკორდი“ (Daily Record).

ოლე გუნარ სოლსკიაერი არგენტინელის გაყიდვის შემთხვევაში შემოსულ თანხას სხვა დაგეგმილ ტრანსფერში მიმართავს. შეგახსენებთ, რომ როხოს „იუნაიტედთან“ კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს.

მსგავსი