შვეიცარიის ჩოგბურთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა სვენ გრონეფელდმა გაამხილა ამბავი იმის შესახებ, როგორ ცდილობდნენ დაეშალათ როჯერ ფედერერისთვის მომავალ მეუღლესთან, მიროსლავა ვავრინეცთან შეხვედრები.
„ის ეკითხებოდა ყველას – წასულიყო თუ არა მასთან ერთად პაემანზე. და ჩვენ ყველანი ვურჩევდით – უარი ეთქვა შეხვედრებზე. მაგრამ, საბოლოოდ, მან ცხოვრებაში საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღო“, – მოჰყავს გრონეფელდის სიტყვები Tennis World USA-ს.
ფედერერის მეუღლე – ყოფილი შვეიცარიელი ჩოგბურთელია, რომელიც WTA-ის რეიტინგის ტოპ-ასეულში შედიოდა და კარიერა 2002 წელს ტრავმის გამო დაასრულა.
მომავალმა მეუღლეებმა ერთმანეთი 2000 წელს, სიდნეის ოლიმპიადაზე გაიცნეს.
2009 წელს, როჯერსა და მირკას ტყუპი გოგონები გაუჩნდათ, 2014 წელს – ტყუპი ბიჭები.