„დიდი სლემის“ ტურნირების 20-გზის ჩემპიონმა, შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა განაახლა კორტზე ვარჯიშები.
შეგახსენებთ, რომ ფედერერმა მუხლის ტრავმის გამო გამოტოვა მიმდინარე სეზონის დიდი ნაწილი. ამას წინ, მან ოპერაცია გადაიტანა.
„დავუბრუნდი სამუშაოს“, – დაწერა 39 წლის ჩოგბურთელმა საკუთარ „ტვიტერზე“ და გამოაქვეყნა კორტზე გადაღებული ფოტო.
ადრე ფედერერმა განაცხადა, რომ არ ფიქრობს კარიერის დასრულებას და აპირებს 2021 წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე თამაშს.