„დიდი სლემის“ ტურნირების 20-გზის ჩემპიონმა, შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა, შესაძლოა, კომენტატორად იმუშაოს „დიდი სლემის“ ერთ-ერთ ტურნირზე – უიმბლდონზე. ამის შესახებ დაწერა გაზეთმა The Telegraph-მა.
ლეგენდარული ჩოგბურთელი აპირებს BBC-ზე იმუშაოს და უიმბლდონის მატჩები გააშუქოს. ადრე შვეიცარიელმა არაერთხელ განაცხადა, რომ მზად არის საკუთარი თავი გამოსცადოს კომენტატორის როლში. ლონდონის კორტებზე ფედერერს სარეკორდო რაოდენობის გამარჯვება აქვს მოპოვებული – რვა.
41 წლის ფედერერი სპორტიდან 2022 წლის სექტემბერში წავიდა.