როჯერ ფედერერმა კარიერაში 1500-ე მატჩი ითამაშა
როჯერ ფედერერმა კარიერაში 1500-ე მატჩი ითამაშა

მსოფლიოს მესამე ჩოგანმა, შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა ბაზელის ATP250 კატეგორიის ტურნირი მოგებით დაიწყო. პირველ წრეში მან გერმანელი პეტერ გოიოვჩიკი ძალიან იოლად დაამარცხა – 6:2, 6:1.

38 წლის ფედერერისთვის ეს იყო ATP-ის ეგიდით გამართული 1500-ე შეხვედრა. ფედერერი მეორე ჩოგბურთელია, რომელმაც ამ ზღვარს მიაღწია – პირველი კი ამერიკელი ჯიმი კონორსი იყო.  ამ უკანასკნელმა კარიერა 1556 მატჩით დაასრულა. ფედერერის უახლოესი მდევარი ესპანელი რაფაელ ნადალი გახლავთ – 1163 მატჩი კარიერაში.

როჯერ ფედერერს ცხრაჯერ აქვს მოგებული ბაზელის ტურნირი. მერვედფინალში მისი მეტოქე მოლდოველი რადუ ალბოტისა და სერბი დუშან ლაიოვიჩის შეხვედრის შემდეგ გაირკვევა.