მსოფლიოს მესამე ჩოგანმა, როჯერ ფედერერმა, ბაზელის ATP250-ის ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა და მერვედფინალში გავიდა. შვეიცარიელ ლეგენდას, სერბი ფილიპ კრაინოვიჩის დასამარცხებლად (6:2, 4:6, 6:4) ორ საათზე მეტი დასჭირდა.
ფედერერს ცუდი სტატისტიკა ჰქონდა – პირველი მოწოდების სიზუსტე 50 პროცენტზე ნაკლები იყო (47 პროცენტი) და მეტოქეს 14 ბრეიკ-პოინტის შანსი მისცა, საიდანაც კრაინოვიჩმა ოთხი გამოიყენა. როჯერმაც 14 ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და ექვსი ბრეიკის შესრულება შეძლო. ასევე აღვნიშნოთ 37 წლის ჩოგბურთელის 5 ორმაგი შეცდომა.
ფედერერი ბაზელის ტურნირის რვაგზის ჩემპიონია და აქ უკვე ზედიზედ მე-16 მატჩი მოიგო. მერვედფინალში როჯერი გერმანელ იან-ლენარდ შტრუფს შეხვდება.