როჯერ ფედერერის 100 ტიტული ციფრებში

37 წლის შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა დუბაიში ATP500-ის კატეგორიის ტურნირი მოიგო, რითაც კარიერაში საიუბილეო მე-100 ტიტულს დაეუფლა. ფინალში ლეგენდამ ორ სეტში დაამარცხა ბერძენი სტეფანოს ციციპასი – 6:4, 6:4.

პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) ოფიციალურმა ვებგერდმა ფედერერის ისტორიული მიღწევის სტატისტიკური შეჯამება გამოაქვეყნა –

ფედერერის 100 ტიტული ციფრებში

3 – 2004 წლის 4 ივლისიდან 1 აგვისტომდე, სამ საფარზე მოიგო ტურნირები
4 – საკუთარი გეიმის წაუგებლად მოგებული ფინალები
5 – მოგებული ფინალები მსოფლიოს პირველი ნომრების წინააღმდეგ
15 – პირველი სეტის წაგების შემდეგ მოგებული ფინალები
19 – 100 ტიტული 19 ქვეყანაში მოიგო
20 – სეტის წაუგებლად მოგებული ფინალები
24 – ზედიზედ მოგებული ფინალები (2003-2005)
25 – ფინალებში დამარცხებულ მეტოქეებს შორის, 25-მა კარიერა დაასრულა
31 – 100 ტიტული 31 ტურნირზე მოიგო
35 – ამდენჯერ დაიცვა ტიტული
53 – დიდი გამარჯვებების (წლის შემაჯამებელი, დიდი სლემი, მასტერსი) რაოდენობა
57 – TOP10-ის ჩოგბურთელების წინააღმდეგ მოგებული ფინალები
67 – სეტის წაუგებლად მოგებული ფინალები
68 – ამდენი ფინალი მოუგო მასზე უმცროს მეტოქეებს

საიუბილეო ტიტულები

1 – 2001, მილანი, ჟულიენ ბუტერი 6:4, 6:7, 6:4
10 – 2003, ვენა, კარლოს მოია 6:3, 6:3, 6:3
25 – 2005, დუბაი, ივან ლუბიჩიჩი 6:1, 6:7, 6:3
50 – 2007, ცინცინატი, ჯეიმს ბლეიკი 6:1, 6:4
100 – 2019, დოჰა, სტეფანოს ციციპასი 6:4, 6:4

ფინალში საყვარელი მეტოქეები

რაფაელ ნადალი – 10
ენდი როდიკი – 7
ნოვაკ ჯოკოვიჩი – 6
ედნი მარეი – 5
ივან ლუბიჩიჩი – 4

ტიტულების დონეები

დიდი სლემი – 20
წლის შემაჯამებელი – 6
ATP1000 (მასტერსი) – 27
ATP500 – 22
ATP250 – 25

საყვარელი ტურნირები

ბაზელი – 9 ტიტული
ჰალე – 9
უიმბლდონი – 8
დუბაი – 8
ცინცინატი – 7
ავსტრალიის ღია – 6

ტიტულები საფარის მიხედვით

ჰარდი – 69
ბალახი – 18
გრუნტი – 11
ხალიჩა – 2

ტიტულები წლების მიხედვით

19 წლის – 1 ტიტული, 20 – 2, 21 – 6, 22 – 10, 23 – 11, 24 – 9, 25 – 10, 26 – 6, 27 – 5, 28 – 2, 29 – 5, 30 – 8, 31 – 2, 32 – 2, 33 – 7, 34 – 2, 35 – 5, 36 – 5, 37 – 2.