შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი ტოვებს გრუნტის სეზონს, მაგრამ არ ისვენებს. ლეგენდა საკუთარი საქველმოქმედო ფონდის საქმეებზე პირველად გაემგზავრა შორეულ ზამბიაში. ბუნებრივია, ასეთი ვარსკვლავური პერსონის გამოჩენამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია კენეტ კაუნდის აეროპორტში. შვეიცარიელ ჩოგბურთელს თვით ზამბიის პრეზიდენტი ედგარ ლუნგუ შეხვდა.
ფედერერის გეგმებშია – იმ სკოლების მონახულება, რომლებზეც მეურვეობა აქვს აღებული მის საქველმოქმედო ფონდს. ჩოგბურთელის ორგანიზაციამ ზამბიაში ბავშვების განათლების დონის ასამაღლებლად 5.8 მილიონი დოლარი ჩადო.