ორშაბათს, ტრადიციულად, განახლდა საჩოგბურთო რეიტინგები. მთავარი ცვლილება კაცების კლასიფიკაციაში მოხდა: მას შემდეგ, რაც მადრიდის “მასტერსზე” ტიტული ვერ დაიცვა რაფაელ ნადალმა, მან ლიდერობა შვეიცარიელ როჯერ ფედერერს დაუთმო, რომელიც მთლიანად ტოვებს გრუნტის სეზონს, მარტიდან მოყოლებული არ უთამაშია და აფრიკაში საქველმოქმედო საქმეებით არის დაკავებული.
თუმცა, რაფაელ ნადალს შეუძლია სულ მალე დაიბრუნოს პირველი ადგილი – ამისთვის, ესპანელს ამ კვირას რომის “მასტერსის” მოგება სჭირდება.
ქალების ტოპ-ათეულში ორსაფეხურიანი წინსვლა ჰქონდა მადრიდის ტურნირის გამარჯვებულს პეტრა კვიტოვას – მან მეათედან მერვე ადგილზე გადაინაცვლა. მადრიდში ტიტულის დაცვა ვერ შეძლო სიმონა ჰალეპმა და ამის გამო, ბევრი ქულა დაკარგა, თუმცა, შეინარჩუნა პირველი ადგილი.
ATP. TOP10
1(2). როჯერ ფედერერი (შვეიც) – 8 670
2(1). რაფაელ ნადალი (ესპ) – 7 950
3(3). ალესანდრ ზვერევი (გერ) – 6 015
4(4). გრიგორ დიმიტროვი (ბულ) – 4 870
5(5). მარინ ჩილიჩი (ხორ) – 4 770
6(6). ხ-მ. დელ პოტრო (არგ) – 4 540
7(8). კევინ ანდერსონი (ს. აფრ) – 3 660
8(7). დომინიკ ტიმი (ავსტრია) – 3 545
9(9). ჯონ ისნერი (აშშ) – 3 305
10(10). დავიდ გოფენი (ბელ) – 2 930
WTA. TOP10
1(1). სიმონა ჰალეპი (რუმ) – 7 270
2(2). კაროლინ ვოზნიაცკი (დან) – 6 845
3(3). გარბინ მუგურუსა (ესპ) – 6 175
4(4). ელინა სვიტოლინა (უკრ) – 5 505
5(6). კაროლინა პლიშკოვა (ჩეხ) – 5 425
6(5). ელენა ოსტაპენკო (ლატ) – 5 282
7(7). კაროლინ გარსია (საფ) – 5 080
8(10). პეტრა კვიტოვა (ჩეხ) – 4 550
9(8). ვინუს უილიამსი (აშშ) – 4 286
10(9). სლოან სტივენსი (აშშ) – 4 059.